საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა.

“სრულიად შესაძლებელია კონსტიტუცია დაწერილიყო სრულიად სხვა პროცესის შედეგად, სრულიად სხვა ლოგიკით, სრულიად სხვა აქცენტებით, მაგრამ უკვე რაღაც დოკუმენტი დაიდო, ამას ვცემთ რა პატივს, რომ ეს პოლიტიკური ფაქტია აი ეს დოკუმენტი ავიღოთ, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებლად იმპროვიზაცია, არამედ ეს დოკუმენტი ავიღოთ, მოვნიშნოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ძირითადი წინააღმდეგობის თემა იყო დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის რომელზეც შეთანხმდებით თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხართ და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას როგორც გამოსავალი.”

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე:

“დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შესაძლებელია საქართველოში განსხვავებული, დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ ასეთ საქმეს… თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩემი აზრით, გამოვიყვანთ ქვეყანას იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც დღეს სამწუხაროდ არის და რომელსაც ასე ხატოვნად გამოხატავს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, როდესაც ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია. ეს არ არის მარტო იმედგაცრუება მმართველი პოლიტიკური ძალით, არამედ ეს საბოლოოდ გადაითარგმნება, როგორც იმედგაცრუება საქართველოთი.”

პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება “ერთპარტიული კონსტიტუცია” იწერებოდეს იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს დემოკრატიულობასა და ევროპულ პროცესში პროგრესულობაზე პრეტენზია.

16 აგვისტოს საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად ქართულ ოცნებასთან დიალოგისთვის მზად არიან.

დიალოგის დაწყებამდე ისინი მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას აღედგინა კონსტიტუციური რეფორმა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასთან შესახვედრად აღარ გაემგზავრებოდა. მათი თქმით, ოპოზიციამ დიალოგი “ჩიხში” შეიყვანა, რის გამოც ქვეყნის გარეთ კონსულტაციებმა აზრი დაკარგა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები