არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად დარღვევებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
„პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მოუტანა მშვიდობა და სტაბილურობა. მოუტანა ის, რომ საქართველო დღეს რეგიონში არის ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფო, რომელსაც განუხრელად აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელსაც აქვს მზარდი ტურიზმი და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორებიც, რომელიც დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადება პირდაპირ, ერთ-ერთში თანხმობაშია ამ ღირებულებით სისტემასთან და მისწარფებებთან. პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით გამოხატა თითოეული მოქალაქის სურვილი იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, ჰქონდეს მშვიდობიანი, პროგნოზირებადი მომავალი და საქართველო არ ჩაერთოს ისეთ პროვოკაციაში, რომელმაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს დესტაბილიზაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.
არჩილ თალაკვაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საკითხს უკავშირდება, ჩაიწეროს დავით ბაშარულის საქმეც.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები