“ხორავას ქუჩის საქმეზე” შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ რეკომენდაცია პარლამენტის დადგენილებაში აისახა და ამაზე პასუხს ველოდებით”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან უნდა შედგეს დისკუსია, თუ რა ეტაპზეა საკითხის შესწავლა, რომელიც სამოხელეო დანაშაულს შეიძლება უკავშირდებოდეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, “ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე” შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებული რეკომენდაცია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აისახა, რომელსაც აღსრულება სჭირდება.
„პარლამენტმა დადგენილება მიიღო და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან, შსს-სა და პროკურატურისგან შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტების შესწავლა მოითხოვა. საუბარია სამოხელეო გადაცდომებზე თუ დანაშაულებზე. ეს ჩვენი მოთხოვნაა და ამასთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად გვექნება იმიტომ, რომ ეს არის რეკომენდაცია, რომელიც საპარლამენტო დადგენილებაში ჩაიდო. საპარლამენტო დადგენილებას აღსრულება სჭირდება და ამ აღსრულების ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ უნდა შედგეს დისკუსია აღმასრულებელი ხელისუფლებასა და პროკურატურის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა საკითხის შესწავლა, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს სამოხელეო დანაშაულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა”

“პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წერილებს აგზავნიან ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ”

არგველაშვილი თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში ნატო-ს კომუნიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
