მამუკა მდინარაძე ლორა თორნტონზე- თავისი ქვეყნის პრეზიდენტის გაკრიტიკების საშუალებად, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა გამოიყენოს

მამუკა მდინარაძე ლორა თორნტონზე- თავისი ქვეყნის პრეზიდენტის გაკრიტიკების საშუალებად, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა გამოიყენოს

ეს განცხადება ნამდვილად არ იყო მთლად კორექტული – NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლორა თორნტონმა დონალდ ტრამპის გაკრიტიკების საშუალებად ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა არ უნდა გამოიყენოს.
„ქალბატონი ლორას განცხადება ნამდვილად არ იყო მთლად კორექტული, გამომდინარე იქიდან, მან თავისი ქვეყნის პრეზიდენტის გაკრიტიკების საშუალებად ქართველი ჟურნალისტის კრიტიკა და დაცინვა არ უნდა გამოიყენოს, როგორც ამ შემთხვევაში მას გამოუვიდა, არ უნდა გამოიყენოს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები