ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გზების გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა

ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გზების გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა

ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გზების გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

“ოპოზიცია ცდილობს, ქუჩის პროტესტები გააქტიუროს და ვინაიდან, იმდენი ადამიანის მობილიზაცია ვერ მოხერხდა, რამდენის მოლოდინიც ჰქონდათ, ცდილობენ, ასე გზებით გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, რადგან ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა. აქციის ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ გადაუდებელი დახმარების მანქანებს, სასწრაფოს, სამაშველო სამსახურს შეფერხების გარეშე გაატარებდნენ, მაგრამ რეალურად, შეფერხება მაინც ხდებოდა”, – აცხადებს სერგეენკო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები