კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, გამთენიისას, მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, გამთენიისას, მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა. მომხდარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები
