პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

“დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა
საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ
პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა.

1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები