ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის მამა-ჩემს შვილს პროვოკაცია მოუწყვეს

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის მამა-ჩემს შვილს პროვოკაცია მოუწყვეს

,,არ ვამართლებ ჩემი შვილის საქციელს, თუმცა რეალობა იყო სულ სხვა. ეს იყო მოწყობილი პროვოკაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ, რომლის მამტკიცებელი საბუთებიც ჩვენ გაგვაჩნია. აქამდე ყველანი თავს ვიკავებდით, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული საფუძველი ოჯახის აღდგენის, თუმცა ახლა უკვე აღარაფერს მოვერიდებით. არ დაიტოვა არც დეა გოშხეთელიანმა და არც მისმა ოჯახმა უკან დასახევი გზა. ეს არ იყო ძალადობრივი ქმედება, ეს იყო ჩემი შვილის მხრიდან თავის დაცვის მექანიზმი. არცერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ  ასეთ დანაშაულზე სასამართლოს პატიმრობა შეეფარდებინოს“, – განაცხადა დღეს ქუთაისში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის საქმის განხილვის შემდეგ ბრალდებულის მამამ გოჩა ბაკურაძემ.

დღეს პროცესზე დაცვის მხარემ 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ დააკმაყოფილა და ბრალდებული სხდომის დარბაზშივე აიყვანეს.

გრიგოლ ბაკურაძე, რომლისთვისაც ბრალდებამ ოჯახური ძალადობის გამო პატიმრობა მოითხოვა, ქუთაისის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

მას 22 წლის დეა გოშხეთელიანი ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე თავს 3 იანვარს თავს დაესხა და მას და მამამისს და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები