“კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა”

“კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა”

კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რაც ნამდვილად ევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 მარტისა და დედა ენის ბაღის გახსნაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის მერმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დედაქალაქში.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ის დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს. ვუყურებთ რა ამ განახლებულ 9 მარტისა და დედაენის პარკებს, არ შემიძლია ემოციებით არ გადმოვცე ის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. კახა კალაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რაც ნამდვილად ევროპულია. მან თავისი შრომითა და ნიჭიერებით ძალიან ბევრი, რამ გააკეთა ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები