“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა

დღეს, ქუთაისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი წარადგინეს. პარტიამ ადგილობრივებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შედგა.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, გრიგოლ ვაშაძესთან კონსულტაციები ერთი თვე მიმდინარეობდა.

ერთ კვირაში პარტია ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პრეზენტაციასაც მოახდენს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები