იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურში რესტორანი დალუქეს

იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურში რესტორანი დალუქეს

იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“ დალუქეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის იყო დაჯარიმებული.

„ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სსკ-ის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, სამ წლამდე ვადით.

15 აგვისტოს, იგივე დარღვევისთვის, ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები