თემქაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება

თემქაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
”26 წლის ამერიკის მოქალაქე მოყვანილია სასწრაფო ბრიგადის მიერ, რომელსაც კისრისა და გულმკერდის მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ექიმმა ზურაბ ბაბუნაშვილმა.
კითხვაზე – შეიძლება თუ არა მოხდეს პაციენტის დაკითხვა დღეს, ექიმის განმარტებით, დღეს პაციენტს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაკითხავენ. მისივე თქმით, პაციენტს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარღით აქვს მიყენებული.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა.
