ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გაიგზავნა, მოსამართლეები არ არიან. როგორც გამოცემა „სტრანა.უა“ წერს, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა – იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა. რაც შეეხება იური ბილოუსს, ის შვებულებაშია გასული. ბოლოს მან საქმე 25 აგვისტოს განიხილა, სამსახურში კი, 18 სექტემბერს უნდა დაბრუნდეს.
ამის შემდეგ დაინიშნება სხდომის თარიღი და დრო, ხოლო მხარეებმა სასამართლოს უწყებები უნდა მიიღონ.
საბოლოოდ, აღნიშნული ადმინისტრაციული ოქმის განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.
მსგავსი სიახლეები

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორმა რამაზ ახვლედიანმა „ლისის ტბის წართმევის საქმეზე“ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
