გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი საპენსიო ასაკი დისკრიმინაციულია და მისი გათანაბრებაა საჭირო

გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი საპენსიო ასაკი დისკრიმინაციულია და მისი გათანაბრებაა საჭირო

პარლამენტი, ჯანდაცვის კომიტეტი საპენსიო ასაკთან დაკავშირებით, “ახალი საქართველოს” ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის საპენსიო ასაკის დიფერენცირება უქმდება და საპენსიო ასაკი 65 წლის ნაცვლად, 60 წლით განისაზღვრება.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი საპენსიო ასაკი დისკრიმინაციულია და მისი გათანაბრებაა საჭირო. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოში საპენსიო ასაკის გათანაბრებას მხარს არ უჭერს. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში დებატები საპენსიო ასაკის გაზრდის თაობაზე მიმდინარეობს, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, მოსახლეობა ბერდება.

„როცა ნაკლები ახალგაზრდაა, მეტი მოხუცია და პენსიაზე ადრე გადიხარ, ამას კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური კრახი მოჰყვება. შეგვიძლია, ამ მიმართულებით წავიდეთ და დროებითი, პოპულისტური უკუგების მიღების მიზნით, ჩვენი მომავალი თაობები კრახის წინაშე დავაყენოთ. ვაშაძის წინადადების რეალური არსი ეს არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 67 წლამდე იზრდება. საქართველოში საპენსიო ასაკს არ ვზრდით. ადამიანებს საპენსიო ასაკში ადრე გასვლა რატომ უნდა ვუბიძგოთ ნაცვლად იმისა, რომ მათ უკეთესი მომზადება, დასაქმება და ღირსეული ცხოვრება შევთავაზოთ?”, – აღნიშნავს ზოიძე.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი წერეთელი და გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთი პოპულიზმში დაადანაშაულეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები