იენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავის ჯარები

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავის ჯარები, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.
„ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მიმდინარე წლის დასაწყისში მოკავშირეები შეთანხმდნენ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ეს მოიცავს საჰაერო მიმოსვლის რადარის მონაცემთა ბაზის გაზიარებას, კიბერსაფრთხოებაზე ერთობლივ მუშაობას, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში.
ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავის ჯარები.
მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმების განხორციელების მიმართულებით. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ჩემი გზავნილია, განაგრძოთ ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება ნატო-სთან დაახლოებისთვის და წევრობის მომზადებისათვის.
მიგვაჩნია, რომ არჩევნები იქნება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ეს აუცილებელია საქართველოსთვის და ნატო-სთვის. საქართველოსთან ნატო-ს პარტნიორობა ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
მსგავსი სიახლეები

არაადეკვატური განცხადებაა, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.
„პანკისის ხეობაში აღიკვეთა უდიდესი დანაშაული არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ“-სოფო კილაძე

პრემიერი: მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისათვის, რომ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში
