გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას, ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას, ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიმართა.

ჩვენ არასოდეს გამოგვითქვამს უარი კონსტრუქციულ განხილვაში ჩავერთოთ თქვენთან – ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას, ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიმართა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში მისვლაზე და ოპოზიციის კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარს ამბობენ.

„არც ერთ მომენტში ჩვენ პარლამენტისადმი უპატივცემულობა არ დაგვიფიქსირებია, მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიძლება გამოძახებისთანავე ვერ მობრძანდნენ ხოლმე პარლამენტში (კანონით არ არის განსაზღვრული რა პერიოდში უნდა მოვიდნენ) თუმცა, ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი, კონსტრუქციულ განხილვაში ჩავერთოთ თქვენთან, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ხშირად ოპოზიციის მხრიდან, ისეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია ხდება , რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ეხება ხოლმე და ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა. არ დაგიმალავთ, რომ ასეთ დროს შეიძლება საჯარო განხილვას შეგნებულად ავარიდეთ თავი – ეს არის გულახდილი პასუხი“, – მიმართა ბოკერიას პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები