ალეკო ელისაშვილი – არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი

ალეკო ელისაშვილი – არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი

არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 13 მაისს გიგი უგულავას პროცესის დანიშვნას გამოეხმაურა.

მან უგულავას „დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი“ უწოდა.

“არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. არის აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში, 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები