“ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი პირი, არამედ ბუსტერიზებული”

“ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი პირი, არამედ ბუსტერიზებული”

“ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი პირი, არამედ – ბუსტერიზებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვაქცინის მესამე დოზით 54 ათასი ადამიანია აცრილი.

ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ბუსტერიზაცია ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად ითვლება. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა, რასაც განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ, ვთქვათ, ბუსტერიზებული ადამიანი. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები