ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით, ინგლისური ენის სწავლების სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი ექსპერტი – სკოტ თორნბერი პედაგოგებისთვის ტრენინგებს ატარებს

ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით, ინგლისური ენის სწავლების სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი ექსპერტი – სკოტ თორნბერი პედაგოგებისთვის ტრენინგებს ატარებს

“11-12 მაისს, ბრიტანეთს საბჭოს მოწვევით, საერთაშირისო ექსპერტი სკოტ თორნბერი ჩვენი პედაგოგებისთვის ინგლისური ენის მეთოდოლიგიასა და სწავლებაზე ტრენინგს ატარებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკოტს, როგორც პედაგოგს და ტრენერს, 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.
“საერთაშირისო ექსპერტი სკოტ თორნბერი წარმატებით მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი ავტორობით გამოიცა არა ერთი ყველასათვის საჭირო სახელმძღვანელო ენის სწავლებასა და მეთოდოლოგიაზე. ტრენინგი ხორციელდება ევროპულ სკოლასთან ჩვენი სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებას.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ 2-დღიან ტრენინგს ესწრებიან ინგლისური ენის სწავლების სფეროში ჩართული პროფესიონალები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
სკოტ თორნბერის ვიზიტი უდავოდ შეუწყობს ხელს ჩვენი პედაგოგებს შემდგომ პროფესიულ საქმიანობასა და განვითარებას”,- ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები