“ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს”

“ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს”

“ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი გეგმა, რომელიც განათლებას უკავშირდება, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.

„ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანია. მათ გააჩნიათ მომავლის სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები და თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისთვის და თქვენი ჩართულობა გარდაუვალი და მნიშვნელოვანია. მადლობა განათლების სამინისტროს და მინისტრს საინტერესო გეგმის წარმოდგენისთვის. მათ ბევრი იმუშავეს ამ გეგმაზე. ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, პირველი არის განათლება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა იყოს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და ეკონომიკური წინსვლის მთავარი ძალა გახდეს. ჩვენ ვქმნით განათლების სისტემას, რომელიც აუცილებლად იქნება გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში უპირველესი გამოწვევა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა იყო.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები განვახორციელეთ, მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და დღეს უკვე განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით კიდევ არის სამუშაო, თუმცა უმთავრესი გამოწვევაა განათლების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენ ხელს ვუწყობთ სწავლის პრინციპის დამკვიდრებასაც. უმაღლესი განათლების სფეროში ვახორციელებთ ძირეულ ცვლილებას, ხელს ვუწყობთ მოთხოვნადი დარგების განვითარებას, დავიწყეთ აკრედიტაციის ახალი სტანდარტების დამკვიდრება. მსოფლიო ბანკთან ერთად დაწყებულია უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება. საქართველოში თითოეული აბიტურიენტი, სტუდენტი, მშობელი, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება განათლების რეფორმის საქმეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ ვნერგავთ პროფესიული განათლების წარმატებულ მოდელს. უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ამ სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობას უზრუნველყოფს. დაწყებულია კოლეჯების შექმნა, შემდეგი წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები