ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი დღესაც მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა : „მმართველი გუნდი დღესაც მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს“
მისივე განმარტებით, ოპოზიცია თუ მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს.
„მმართველმა გუნდმა გამოთქვა დიალოგის განახლების სურვილი. ეს სწორედ მმართველი გუნდის პოზიცია იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე ვერ მივიღეთ გასაგები პასუხი ოპოზიციისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ძალიან მარტივ კითხვაზე ითხოვდა პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა, მისი თქმით, დიალოგის გაგრძელებაზე პასუხი არ იყო შესაბამისი.
”აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე. მარტივი კითხვა დაისვა – რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს? ამ ძალიან მარტივ კითხვაზე ჩვენ პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. თუ ამ კითხვაზე პასუხი გაიცემა, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ მზადყოფნას, რომ გაგრძელდეს დიალოგი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა
