“ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერების მხრიდან პარტიის დატოვებას კიდევ უფრო ხშირი ხასიათი ექნება, რაც ლოგიკურია”

„ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერების მხრიდან პარტიის დატოვებას კიდევ უფრო ხშირი ხასიათი ექნება, რაც ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი გუნდია და მათი განშორება არ მომხდარა.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანებისთვის „ევროპული საქართველოსთვის“ მხარდაჭერა მიუღებელია. მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდენტობა არ უნდათ, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ხშირი ხასიათი ექნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შანსი აქვს, ხმათა უმრავლესობით ხელისუფლებაში მოვიდეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი – მარკ ლანკასტერი იმყოფება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები რუსთავი 2 და იმედი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დებატებში შენების მოძრაობის არ მიწვევის გამო გააფრთხილა.
