ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

11 – 12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე აპრილის თვეში დააკავეს. ბრალდების მხარე მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობას ედავება. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩხვირკია და ღოღობერიძე ბრალს და ერთმანეთთან რაიმე კავშირს არ აღიარებენ.
დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ადვოკატ პაატა შავაძის თქმით, რომელიც ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის უფლებებს იცავს, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გადაელახა ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორიც არის გონივრულ ეჭვს მიღმა:
“გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გადაელახა ისეთი მაღალი სტანდარტი, როგორიც არის გონივრულ ეჭვს მიმა და დაცვის მხარეს გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენები, როგორც ერთი ასევე მეორე ბრალდებულის მიმართ,” – განაცხადა ადვოკატმა პაატა შავაძემ.
მსგავსი სიახლეები

ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში “მედიქლაბის” სტაციიონარშია და მას გამოკვლევები უტარდება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ის კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვანო მერაბიშვილი 26 სექტემბერსაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები “ავერსის” კლინიკაში ჩაუტარდა. 24 სექტემბერს პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ცნობა, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა მერაბიშვილი დიაგნოზიც. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში უწყებამ დაწერა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მერაბიშვილი კმაყოფილია ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულებებზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო. ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი, საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება. 2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

დაკავებული უკრაინის მოქალაქისთვის დნმ-ს ანალიზის შსაძლო აღება – რა განმარტებას აკეთებს გახარიას მოადგილე
