ვაზისუბანში „ჯიპისის“ აფთიაქი გატეხეს

ვაზისუბანში „ჯიპისის“ აფთიაქი გატეხეს

ვაზისუბანში „ჯიპისის“ აფთიაქი გატეხეს. შემთხვევა მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში მოხდა. ჩამსხვრეულია მინის კარი, აფთიაქიდან კი ცარიელი ყუთია წაღებული, სადაც, არსებული ინფორმაციით, მხოლოდ გასაღები იდო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები