თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილის მისამართით უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ და კვლავ ოლიგარქიულ მმართველობაზე მიუთითებენ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში 2 პროცესია ჩანიშნული. ერთ-ერთი პროცესი გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. პროცესზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მეორე საქმე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება, ბრალდება ამ შემთხვევაშიც იდენტურია. სააკაშვილის წინააღმდეგ პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის და სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები