“ბადრი პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე 7 ნოემბრის საქმის არავითარი გარემოება და მტკიცებულება ირიბადაც არ მიანიშნებს”

“ბადრი პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე 7 ნოემბრის საქმის არავითარი გარემოება და მტკიცებულება ირიბადაც არ მიანიშნებს”

იკვეთება თუ არა 7 ნოემბრის საქმეში რუსული კვალი და აქვს თუ არა დაცვის მხარეს ამის დამადასტურებელი ფაქტი? ამის შესახებ „იმედის კვირამ“ კითხვა საქმის პროკურორს, ჯარჯი წიკლაურს დაუსვა.

„მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილ პატარკაციშვილს დააბრალა რუსეთთან კავშირი. აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცრუ განცხადებაა, რამეთუ საქმის არავითარი გარემოება და მტკიცებულება ამაზე ირიბადაც არ მიანიშნებს. ეჭვიც კი არ არსებობს, რომ ის მასშტაბური საპროტესტო აქციები ქართული საზოგადოების მხრიდან, რაიმე ფორმით იმართებოდა და ორგანიზებული იყო კრემლიდან, მოსკოვიდან და ა.შ. ეს ყველაფერი არის, მე ვიტყოდი, უკვე გაცვეთილი და ბევრჯერ გამეორებული თავის მართლების უსუსური მცდელობა“, – ამბობს წიკლაური.

მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები