შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. ამის შესახებ ipn-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ აარგაუს პოლიციამ „რენოს“ მარკის ავტომობილი შეამოწმა, რომელსაც ფრანგული სანომრე ნიშნები ჰქონდა. შემოწმებისას ორმა ქართველმა საფრანგეთში გაცემული საბუთები წარადგინა და განაცხადა, რომ ბადენში მანქანის საყიდლად მიემგზავრებოდნენ.
პოლიციამ დაკავებული პირები განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც დეტალურად შეამოწმეს. გაირკვა, რომ ერთ-ერთი პირი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა.
ასევე მანქანაში აღმოაჩინეს მოპარული ნივთები, ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები

ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში “მედიქლაბის” სტაციიონარშია და მას გამოკვლევები უტარდება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ის კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვანო მერაბიშვილი 26 სექტემბერსაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები “ავერსის” კლინიკაში ჩაუტარდა. 24 სექტემბერს პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ცნობა, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა მერაბიშვილი დიაგნოზიც. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში უწყებამ დაწერა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა თქვა, რომ მერაბიშვილი კმაყოფილია ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულებებზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო. ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი, საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება. 2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
