შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ვარკეთილის“ მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ვარკეთილის“ მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო – სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ვარკეთილის“ მეტროში ე.წ. შეკიდული ჭერი და ბათქაში ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
მომხდარი ფაქტის გამო, დღეს მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მატარებლები მეტროსადგურ „სამგორამდე“ იმოძრავებენ.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ფარულად გადასატანი გზა აღმოაჩინეს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
