ამერიკის 16-მა შტატმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “New York Times” ავრცელებს.
შტატების კოალიციამ, რომელიც კალიფორნიასა და ნიუ-იორკსაც მოიცავს, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გეგმის გამო, ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ სან-ფრანცისკოს ფედერალურ საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ცნობისთვის, 15 თებერვალს დონალდ ტრამპმა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომელიც კონგრესის ნებართვის გარეშე მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოყოფს. ამ დროისთვის კონგრესმენები ტრამპის გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას ამოწმებენ.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

კემეროვოში ადგილობრივი მოსახლეობა რეგიონის გუბერნატორის ამან ტულეევასა და ქალაქის მერის ილია სერედუკის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
