მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ეს განაჩენი უკანონოა, ის ყველა საერთაშორისო ნომრებს და საღ აზრს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტის გასამართლება იმის გამო, რომ მან თავისი უფლება გამოიყენა და ადამიანები შეიწყალა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს პროცესი მთლიანად პოლიტიზირებული იყო. ეს ასევე იმაზე მიუთითებს, რომ 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ვერანაირი მტკივებულება ვერ მოიპოვა: ვერც კორუფციის და ვერ სხვა რაიმე ბრალდებით,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე განცხადებით, ეს განაჩენი და კიევში მიმდინარე პროცესი იმის დასტურია, რომ უკრაიის და საქართველოს ხელისუფლებები შეთანხმებულად მოქმედებენ მის წინააღმდეგ.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
წყარო: imedinews.ge