სააკაშვილი-უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან საიდუმლოდ მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა

სააკაშვილი-უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან საიდუმლოდ მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა

უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან საიდუმლოდ მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა эхо кавказа-სთან ინტერვიუში გააკეთა. ვიდეოინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს თავის დაპატიმრებაზე, იულია ტიმოშენკოსთან ურთიერთობაზე, საქართველოში ექსტრადირებაზე და სამომავლო გეგმებზე.

„უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მოლაპარაკება და ჩემი საქართველოში ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა ამით პრობლემები. ამ ვითარებაში ხალხი მე გამათავისუფლებდა და პოროშენკოსთვის მე ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკფაქტორი ვიქნებოდი. მე არ მაქვს იარაღი, მე არ მყავს მებრძოლები, ვინმეზე თავდასხმას არ ვგეგმავ და ასე შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ პოროშენკო ისე ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მე და ჩემ ოჯახს საერთოდ აღარ გვაქვს ფული,”- განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ნებაყოფლობით არ დატოვებს, კანონის შესაბამისად მისი ექსტრადიცია მოხდება. მანამდე, უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილებოდა.

11 დეკემბერს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები