„მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით, პოლონელებმა ჩაარტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში, არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. დღეს დილით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, ჩემი ადვოკატი მივიდა საემიგრაციო სამსახურში და მიიტანა ჩემი განცხადება. მე ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურ საფუძველზე. მე მივმართე დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს. უკრაინის ხელისუფლებამ ახლა ჩემი საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კალაძე-“მინდა, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს – საარჩევნო ამოცანის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს”

გიორგი გახარია: ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – “არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია”
