პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეღავათები წესდება

პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეღავათები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესსექტორს და მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების იჯარის 1 წლის გადასახადი ეპატიება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაანცხადა.

მისი თქმით, იჯარისა და ჯარიმების სახით კერძო სექტორს 6 მლნ ლარის მოცულობის თანხა ეპატიება.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სახელმწიფო ქონების იჯარით ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობს ან ხელშეკრულება დადებული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ქონების შესახებ კანონში; ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ წესი, რომლითაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა, სანქცია-საურავი.

ჯამში საუბარია 5 მლნ ლარზე მეტზე და ამას ემატება ჯარიმის და საურავის თანხა 1 მლნ ლარი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე – ხომ არ უკავშირდება ბიზნესის ხელშეწყობის მექანიზმის დღეს ამოქმედება არჩევნებს, ნათია თურნავა განმარტავს, რომ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით ეკონომიკის სამინისტროს ამ წესის შემუშავება დაევალათ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები