საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, არ სურს ვლადიმერ პუტინის საქართველოში ჩასვლით საჩუქრი გაუკეთოს.

„არ მეშინია საქართველოში წასვლის. მაგრამ არ მსურს პუტინს საჩუქარი გავუკეთო. თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს კარგად მოეხსენება, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლებებს. „საქართველოს მთავრობა ძლიერი რომ ყოფილიყო და შეძლებოდა ჩემი ციხეში გამომწყვდევა, ამას უკვე იზამდნენ“, – აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის, სამართალდამცველების და არმიის უმრავლესობა მის გუნდს უჭერს მხარს. „ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს. ეს არის მათი მთავარი დილემა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები