“აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს”

“აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის 13 წლისთავს ეხმაურება.

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები.
ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე.

მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს.
მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია.

დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.
ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს.”

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები