გიორგი ტყემალაძე – ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა

გიორგი ტყემალაძე – ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა

„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივებს გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, ის ცალკეული მოთხოვნები, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეტაპობრივად მოგვარდება.

„გასული ოთხი წლის მანძილზე, დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის სასიცოცხლო რეფორმა გატარდა და ძალიან ბევრი პროგრამა წარმატებით განხორციელდა. რა თქმა უნდა, ცალკეული გამოწვევები კვლავ რჩება და მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მოსახლეობა მანდატს შემდეგი ოთხი წლით მოგვანიჭებს, არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება. ჩვენ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით მუშაობის ტემპები გაიზრდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები