„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ ვართ შეხვედრებისთვის მზად”-გიორგი კახიანი

„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ ვართ შეხვედრებისთვის მზად, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც კონკრეტულ შედეგს გამოიტანს“,-ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თვმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
„მე ასე მეჩვენება, რომ პრეზიდენტი არის თავის მიერ დაწყებული პროცესის ტყვეობაში დღეს აღმოჩენილი და პრეზიდენტი გარკვეულწილად ზეწოლის ქვეშ იმყოფება ოპოზიციური ჯგუფების მრიდან. პრეტეზიდენტმა რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ამ პარტიების მხრიდან მოჰყვება კონტრრეაქცია, ამიტომ ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ დამსხდარიყვნენ, განეხილათ ჩვენი შემოთავაზება ერთად და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი თავის თავში იმ ძალას ნახავს, რომ პრაგმატულიგადაწყვეტილება მიიღოს“,-განაცხადა კახიანმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი, მხოლოდ საქმე და შრომა

“შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ყოფილა, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ და ეს ძალიან სამწუხაროა”
