15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძე​მ განაცხადა.

ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს მომხდარის გარემოებებზე და ასევე იმ დეტალებზე, რაზეც ესაუბრა დაკავებული. ასევე, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს, სად და რა ვითარებაში დააკავეს არასრულწლოვანი ლ.ი.

„არასრულწლოვანია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ, რომელსაც შევხვდი. გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დააკავეს არასრულწლოვანი და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაკავებისთანავე ადვოკატი, დღეს მოხდა ჩართვა ჩემი მხრიდან, მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. უცნობია, სად დააკავეს. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები