ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია-შსს

ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა,”- წერია განცხადებაში.

ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ლომჯარია არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს წაშლას ითხოვს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები