„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
წითლიძე და პატარაია 11 აპრილს, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ორივე მათგანმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის მეორე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ბრალდებული.
კატეგორიები:
სამართალი