სარდაფი სად ჩანს ჩანაწერებში? თქვენ მძევლად აიყვანეთ მოსახლეობა! – ბიძინა ივანიშვილი კვესიტაძეს

სარდაფი სად ჩანს ჩანაწერებში? თქვენ მძევლად აიყვანეთ მოსახლეობა! – ბიძინა ივანიშვილი კვესიტაძეს

“ჩანაწერებში არსად ჩანს არც გაუპატიურება, არც ივანიშვილის ჩარევა. ეს არის “რუსთავი 2”-ის ჩანაწერები. არაფერი მსგავსი არ არის. თქვენ ცრუობთ! ოქუაშვილის ირგვლივ არის ფარცხალაძის თემა აწეული. ჩანაწერებში არაფერია გარდა იმისა, რომ ლევან ყიფიანი მივიდა და ოთარ ფარცხალაძემ მას დაარტყა. სარდაფი სად ჩანს ჩანაწერებში? “რუსთავი 2″-ის მანერა არის სიცრუის მანერა. თქვენი მანერა ისაა, რომ მოსახლეობამ სიმართლე ვერ გაიგოს. თქვენ მძევლად აიყვანეთ მოსახლეობა! ნუ ცდილობთ ჩემს საუბარს თქვენი გადააფაროთ”, – ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს.

ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია “პირველი”-ს ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძესა და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს.

შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები