გოგა ონიანის საქმეში დაზარალებულები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღბულ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ.

გოგა ონიანის საქმეში დაზარალებულები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღბულ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ.

გოგა ონიანის საქმეში დაზარალებულები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღბულ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ. ლევან მდინარაძე და დავით შათირიშვილი მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღდგა.

„სახელმწიფო ღალატში გედება ბრალიო, „ოცნების“ მაისურებს ხომ არიგებდიო, ბერასთანაც ხომ მეგობრობო, ჯერ კიდევ სად ხარო. ის იყო ძალიან აგრესიული, ცდილობდა, რომ რაღაც გამოეძალა, რაღაც ძალით მეთქვა ან მეთანამშრომლა, რამე ცუდი მეთქვა ბერაზე, მის ოჯახზე. იყო ასეთი ლაპარაკი, გოგამ მითხრა, რომ არ გინდოდაო კარგად ლაპარაკიო, ახლა იჯდები ექვსი წელიო“,-განაცხადა ლევან მდინარაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით მოხდა ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად „დიჯეი რემბოს“ დაკავებაც.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები