სამართალდამცველებმა თბილისში ავტომანქანის ქურდობის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა თბილისში ავტომანქანის ქურდობის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები