“ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”

“ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”

“ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – ამის შესახებ დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას საპარლამენტო დელეგაციას კონკრეტული ამოცანები და ორი კონკრეტული საკითხი ჰქონდა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 10-16 სექტემბერს იმყოფებოდა. პარლამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აშშ-ის კონგრესმენებთან, ასევე, სენატარებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის” (IFES) პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) პრეზიდენტთან და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მთავარ ექსპერტებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიოდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები