თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე მამაკაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს. შემთხვევა გუშინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის იმ ნაწილში მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის ხელოვნურად დაგუბება გამოიწვია. მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ გარდაცვლილის პოვნას.
ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. როგორც ირკვევა, მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მსგავსი სიახლეები

ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას 15 წლის გიგი ანთაძის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის.
