ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ ფილმის ჩვენებისკენ მოუწოდებს, რომელშიც ხორავას ტრაგედიის დეტალებია აღწერილი.

„მინდა მივმართო საზოგადოებრივ მაუწყებელს, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, კერძოდ „გამომძიებელ რეპორტიორს“, რომელმაც მოაზადა ყველა მასალა და ყველა დეტალი, რომელიც ძალიან მოკლე დროში იქნება თქვენს წინაშე აფიშირებული. პირადად მინდა მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფილმის გაშვება, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ მოკლეს დათო და ლევანი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან ასევე თითოეულ ადამიანს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ზაზა სარალიძემ რეგიონებში მყოფ მოსახლეობასაც მიმართა.

„დიდი მადლობა იმ რეგიონებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან და მინდა მოვუხმო რეგიონებში მყოფ ხალხს – ყველა თბილისში, ჩვენს გვერდით, რათა ეს სისტემა დაემხოს“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები