თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს. ინფორმაციას ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.

განახლებული ქოლცენტრი „სერვის+“ უკვე ამოქმედდა და მისი საშუალებით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პასუხი ყველა იმ შეკითხვაზე მიიღონ, რომელიც მუნიციპალურ ბაღებთან და მათ მართვასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

შემოსულ ზარს ავტომოპასუხე სასურველ განყოფილებასთან გადაამისამართებს, სადაც მოქალაქე ბავშვთა კვებისა და მეთოდოლოგიის, აღსაზრდელთა რეგისტრაციის, იურიდიული საკითხების, შესყიდვების, ფინანსებისა და საკადრო საკითხების შესახებ პასუხს პროფესიონალი კონსულტანტებისგან მიიღებს.

მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება სატელეფონო ზარების  მონიტორინგი. სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერია: 2 37 82 43.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები