საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. დელეგაცია გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები NDI-ის, IFES-ის ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის მთავარი თემა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებია, მათ შორის, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში. ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პოლონეთში მიიწვია.

ჯანდაცვის მინისტრი თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

“ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და დღეს ძალიან კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით”-ვოლფრამ ზენგერ-ვაისი
