“ქალბატონ სალომეს ძალიან გაუხარდებოდა, რომ დღეს აქ, ჩემს ადგილას სააკაშვილი იდგეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ფუჭი ოცნებაა”

“ქალბატონ სალომეს ძალიან გაუხარდებოდა, რომ დღეს აქ, ჩემს ადგილას სააკაშვილი იდგეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ფუჭი ოცნებაა”

ღეს წარმოდგენილი საკითხები იმსახურებს გაცილებით ფართო წარმომადგენლობას ოპოზიციიდან და სამწუხაროა, რომ ცარიელ სკამებს ვუყურებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში „მინიტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია სალომე სამადაშვილის მცდელობა, რომ ქუჩის ოპოზიციას გაემიჯნა და დარბაზში ნაწილობრივ მაინც იყო დ კითხვაც დასვა.

„სამადაშვილმა რა კითხვაც დასვა, არ ვიცი, რატომ მოცდა ამისთვის. რეალურად თავს ძალა არ დაატანა და არ დასვა ელემენტარული ეკონომიკური კითხვა – ის რაც ადარდებს მოსახლეობას, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ა.შ. ყველაფერი მისი ყურადღების მიღმა დარჩა. როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი კითხვისთვის მოვიდა სხდომაზე, რომ ეკითხა, როდის გადადგებითო. მე მგონი თქვენც, ბატონო მანჯგალაძე, იკითხეთ, თუ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგეს. თქვენც, ალბათ, მიგაჩნიათ, რომ ეს არის ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს. ის რაც ამისთვის უნდა მოხდეს, არ მოხდება. მე კარგად მესმის, რომ ქალბატონ სალომეს ძალიან გაუხარდებოდა, რომ დღეს აქ, ჩემს ადგილას ბატონი მიხეილ სააკაშვილი იდგეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ფუჭი ოცნებაა და ვერ მოხდება. ქართველმა ხალხმა დაგვიჭირა მხარი ამ არჩევნებზე, ისევე როგორც წინა არჩევნებზეც და აქედან გამომდინარე, ტყუილია მათი წადილი, ვერაფრით ვერ ვუშველით მათ წუხილს და ჩემი რჩევა იქნება, რომ მართლაც კონსტრუქციულ სამუშაოში ჩართონ, გნებავთ კრიტიკული კითხვები დასვან, მაგრამ ვიმუშაოთ ერთობლივად, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრია გამოწვევა ამ პოსტპანდემიურ ვითარებაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები