საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ბრიფინგი 15:00 საათზეა დაგეგმილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები